კომპანიის შესახებ
მეღვინეობა ზენიშის მარანი კახეთის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველასათვის ცნობილ სოფელ ხაშმში მდებარეობს, სადაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ღვინო იწარმოება. კომპანია პრემიალური ღვინის სეგმენტში ოპერირებს და მისი უმთავრესი მიმართულებაა ღვინის დაყენების უძველესი მეთოდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით ქვევრის პრემიუმ კატეგორიის მშრალი ღვინისა და ქართული ჭაჭის წარმოება. თანამედროვე ქართულ მარანში 48 ქვევრია, დაწყებული 150 ლიტრიდან 1300 ლიტრით დამთავრებული.
ღვინო ყენდება კახური მეთოდით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ღვინის დამზადების პროცესი მოიცავს მის იდეალურ პირობებში შენახვასა და წლის განმავლობაში ქვევრებში დავარგებას.