ქართული ღვინის ისტორია
“ღვინო ერთადერთი ხელოვნების ნიმუშია, რომლის დაგემოვნება შეგიძლიათ”
ლუი ფერნანდო ოლავერი
საქართველო ღვინის აკვნადაა წოდებული.
რქაწითელის ჯიშის ყურძნის წიპწა, აღმოჩენილი თიხის ჭურჭელში, 8000 წლით თარიღდება და მიუთითებს იმ დროის საქართველოში მეღვინეობის განვითარების მაღალ დონეზე. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანმა ველური ვაზი გააშინაურა. შესაბამისად, მრავალი ისოტრიული ფაქტის საფუძველზე საქართველო ღვინის სამშობლოდაა აღიარებული.
მრავალი წყარო მიუთითებს, რომ სიტყვა ღვინო მსოფლიოში ქართული სიტყვისგან გავრცელდა, რომელიც ,,ღვივლისგან“ არის წარმოშობილი, რაც დუღილს ნიშნავს.
ქართველი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ვაზისა და ღვინისადმი გამოხატულია ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ტრადიციული წეს-ჩვეულებები, სიმღერა, ორნამენტი, ჭედურობა, მხატვრობა, პოეზია, არქიტექტურა და ხელოვნების სხვა დარგები.
ქვევრში, ღვინის ჭურჭელში, ღვინის დუღილი მიეკუთვნება ერთ-ერთ უძველესს ღვინის დაყენების მეთოდს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი 8000 წელს ითვლის. 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.