ZENISHI
ხაშმის საფერავი

საქართველო მსოფლიოს მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა. ყურძენი საქართველოში 8000 წლის წინ ხარობდა და აქ ღვინის დამზადება ყველაზე ადრეულ ხანაში დაიწყო.
ხაშმის საფერავი არის წითელი მშრალი ღვინო, რომელიც მზადდება კახეთის რეგიონის, საგარეჯოს რაიონის სოფელი ხაშმის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნიდან.
ხაშმის უნიკალური მიკროზონის განსაკუთრებული კლიმატი უზრუნველყოფს საფერავის ჯიშის უმაღლესი ხარისსის ყურძნის მიღებას.
ისტორიულად ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება. მისი ბრძანებით ვენახი მე-12 საუკუნეში გარეჯელ ბერებს გაუშენებიათ. ადგილობრივ მოსახლეობას სწრაფად აუთვისებია ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები, რის შედეგადაც საფერავის ჯიშის ყურძნიდან მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება დაუწყიათ.

Copyright 2020 Zenishi all rights reserved
Designed by Ani Tchlikadze
Made by myfreelance.ge