სპეციფიკაცია
ყურძნის ჯიში: რქაწითელი-მწვანე (რქაწითელი 70%, მწვანე 30%)
კატეგორია: ქვევრის ღვინო
ადგილწარმოშობა: სოფელი ალავერდი (რქაწითელი), სოფელი მანავი (მწვანე), კახეთის რეგიონი
ტიპი: თეთრი მშრალი
მოცულობა: 750 მლ
ალკ: 13.5%
არომატი და გემო: გამოირჩევა ციტრუსების არომატები, შეზავებული თაფლის და გამხმარი ყვავილების არომატებით.
ვინიფიკაცია
უმაღლესი ხარისხის ყურძენი ხელით გადარჩევის შემდგომ იწურება ქვევრებში, სადაც დუღილი ჭაჭაზე მიმდინარეობს ბუნებრივად შესაბამის ტემპერატურაზე. ღვინო ვარგდება ქვევრებში 10 თვის მანძილზე, რის შემდეგაც ხდება მისი ჩამოსხმა ბოთლებში. საცობად გამოყენებულია ნატურალური კორპის საცობები. შემდგომ ღვინო ინახება მიწისქვეშა საცავში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.
რეკომენდაცია
დააგემოვნეთ 12-14 ტემპერატურაზე. ღვინო განსაკუთრებით უხდება შემწვარი ხორცის კერძებს. ღვინის მაქსიმალური არომატების და გემოვნებითი თვისებების წარმოსაჩენად, აუცილებელია ღვინო გაიხსნას და დეკანტირდეს 20 წუთით ადრე მის დაგემოვნებამდე.